Saturday, June 4, 2011

backtoblogger

აი პაროლი აღვადგინე, შემოვედი და მაინცდამაინც ახლა გამიქრა და გამეფანტა ყველაფერი, რისი დაწერაც მინდოდა. გადავეჩვიე ალბათ, თან კიდევ არც კი მეგონა თუ დავრუნდებოდი ოდესმე აქ..ჩემი ბლოგი სადღაც ინტერნეტის ხლართებში ჩაიხლართებოდა და საუკუნეში ერთხელ შემთხვევით მოხვედრილ სტუმარს უმასპინძლებდა ალბათ. მაგრამ როგორც ჩანს ეს დრო ჯერ არ დამდგარა..
ბოლო პერიოდში ყველაზე მეტად ის მაკვირვებდა, რომ თითქმის ყოველდღე ჩემს მეილზე მომდის პოსტზე ახალი კომენტარები..თავიდან არ ვაქცევდი დიდად ყურადღებას, თუმცა კი მსიამოვნებდა..მაგრამ რახან ამან სისტემატიური ხასიათი მიიღო, ვთვლი, რომ უნდა გავაგრძელო წერა..თუნდაც ერთი ადამიანი იყოს მხოლოდ, ვინც ინტერესით ჩაიკითხავს ჩემს მოსაზრებებს.
სულ ცოტა ხანში ვეცდები დავწერო ის, რაც შარშანდელი ნოემბრიდან დღემდე გადამხდა. ეჭვი მაქვს ბევრს ვერაფერს გავიხსენებ იმიტომ, რომ გაფანტული სკლეროზივით რაღაც მჭირს, მაგრამ ვეცდები მაინც .

3 სხვისი მოსაზრება:

Kate said...

გამიხარდა შენი დაბრუნება.
შენი ბლოგის კომენტარები შენს გარდა, მეც მომდიოდა. ეს იმიტომ, რომ ყველა პოსტზე მაქვს კომენტარი თავის დროზე დატოვებული, შემდეგ კი – გამოწერილი.

ხოდა მიხარია, რომ დაბრუნდი.

indievidi said...

ქეით, აქ ხარ!!! გამიხარდა **** მე რომ არ ვწერდი , აღარც ვკითხულობდი არაფერს, შემოვისეირნებ მალე შენს ბლოგზე, ვიცი ბევრი საინტერესო საკითხავი დამხვდება )

ხო said...

mec shemtxvevit movxvdi aq :d magram amieridan xshirad shemovaaal