Monday, November 8, 2010

თავს ზემოთ ძალა არაა


სასწაულად არ მიყვარს ჩემი თავი ასეთი..და მგონია რომ სხვებსაც თავს ვაბეზრებ ან კიდევ პირიქით გონიათ რომ მკიდიან და მერე თავისთავად ვეღარ მიტანენ..

"ასეთს" ანუ როგორს? დილიდანვე საწოლიდან ძლივს რომ წევს თავს, მთელი დღის განმავლობაში რომ შია და საჭმლის მეტი ტვინში არაფერი სხვა აზრი არ გააჩნია, ფეხით სიარული რომ ეზარება, ძლივს დაიზლაზნება ქუჩაში, აღარც ხალხს ათვალიერებს, არც მუსიკას უსმენს, საერთოდ არაფერი აინტერესებს, ინტერნეტიც კი აღარ აინტერესებს, არც გადაცემები, არც რეალური შოუები, არც სერიები, არც ინტერნეტ-გამოცემები, არც ფოტოების დათვალიერება, არც თეგები, არც ფოტოების გადაღება, არც ლამაზად ჩაცმა, არც სარკეში ჩახედვა..ასეთ მე'ს ყველაფერი აღიზიანებს..დილიდანვე ძალით იღიმის და საკმარისია ერთი ზედმეტი სიტყვა ან თუნდაც გამოხედვა, რომ ღიზიანდება და ან ცრემლებით ევსება თვალები ან კიდევ სურს რომ არ არსებობდეს საერთოდ ამ დედამიწაზე..

რთულია ასეთი პერიოდის გადალახვა, ყველაზე შემაშფოთებელი კი ის არის, რომ როდესაც ასეთი პერიოდები დგება ხოლმე, ყოველ ჯერზე უფრო და უფრო გამძაფრებულია, უფრო მეტად ვიდრიკები და მერე უფრო მეტად მიჭირს ასეთი კონდიციიდან გამოსვლა..ყველაფერთან ერთად ვიკეტები, ნაჭუჭში შევდივარ და იქიდან შეიძლება სულაც ვერაფერმა ვეღარ გამომიყვანოს. ყველანაირად ვცდილობ როგორმე გადავაგორო ეს დღეები, თუმცა გეგონება ჯინაზე მაინცდამაინც ყველაფერი ახლა ემთხვევა ჩემს საწინააღმდეგოდ, ან კარგი თუნდაც ნუ ვიქნები ასეთი პესიმისტური, რეალურადაც რომ შევაფასო სიტუაცია ვერაფერს ვხედავ კარგს..ყველაფერი თავზე მენგრევა და მეშლება..ძალიან მიჭირს და არ მიყვარს ხოლმე ასეთი პოსტების გაკეთება, მაგრამ ასე ითხოვს ჟამთაღმწერლობის პრინციპები.

ეს მუსიკა ხომ ჭკუიდან გადამიყვანს საბოლოოდ... მაინცდამაინც ახლა მომინდა ისეთი რაღაცეების ჩართვა, რასაც ბედნიერი ვუსმენდი ხოლმე..და სამმაგად მტკივა თუ მეტი არა.


8 სხვისი მოსაზრება:

Kiwi said...

სამწუხაროდ ძალიან ნაცნობი სიტუაციაა ჩემთვის, ვერც მე ვიტან ეგეთ "მეს" მაგრამ მიწევს ხოლმე ...

Kate said...

ჩემთვის ეს არის ყოველი დილა. როდესაც საშინლად გამოვიყურები და სარკეს არ ვეკარები. როდესაც კატეგორიულად არავის ვცემ ხმას, სანამ ხელ-პირს არ დავიბან და მილიონი ჩემი მარაზმი.

ერთხელაც იქნება პოსტს დავწერ ამაზე.

Daughter said...

მართალია ჯერ საკმაოდ პატარა ვარ, მაგრამ მეც ვგრძნობ რაღაც მაგდაგვარს.
გარდატეხის ასაკია, გარდატეხის ასაკია - გაიძახის ყველა ჩემს გარშემო. როდის უნდა მოეღოს ამ შემაწუხებელ ასაკს ბოლო? ჩემი ქცევები, მიმართვები და საერთოდ ჩემი მე ძალიან მაღიზიანებს. ხანდახან ისე ცუდად და საძაგლად ვიქცევი, ბოლოს საკუთარი თავის მეც მრცხვენია ხოლმე, მაგრამ..

лотос said...

Интереесно!!

Rather Ripped said...

I like you

Rather Ripped said...

http://www.youtube.com/watch?v=EEyCm6OOkOY

indievidi said...

გავგიჟდი და გადავირიე ) ძალიან ჩემია! ) მადლობა

mamai1941 said...

Хотите заработать ? вам сюда http://q-mix.ru/mamai1941-reg.html , после регистрации дают 0.10 WMR на вывод.