მომწონებია ბიჭი .. მსახიობი, ბიჭი მოდელიც აქა–იქ, ბიჭი ძალიან "სვეცკი" და "ლამაზი", ბიჭი შავგრემანი და ჯმუხი, ბიჭი თეთრი, ბიჭი ყვითელი, ხორბლისფერი, ხუჭუჭა, სწორთმიანი..ბევრნაირი.. მომწონებია ხმით, ცხვირით, ტუჩებით, ლაპარაკით, სუნით...
და ახლა ისეთი მომწონს რომ არცერთ კატეგორიაში არ ჯდება და ამავდროულად თითქოს ყველას ერგება იმდენად რეალურია..რეგულარულად ვხედავ, ველაპარაკები, ვუსმენ..რომ ვუფიქრდები, რაც თითქოს ჩემთვის მთავარი პრიორიტეტები იყო, არცერთი არ აქვს: არც ხმა აქვს გადასარევი და არც სუნამოს სუნი მიგრძვნია ისეთი, რომ გული აფართხალებილიყო.. და მაინც ძალიანზე ცოტა მეტად მომწონს.. და ისე ხომ არ ვიჩენ ხოლმე ინიციატივას, მაგრამ ახლა ვერცერთი პროცენტით ვერ გამოვავლენ, გამორიცხულია და რჩება ორი ვარიანტი: ერთი ის, რომ თვითონ მიხვდეს რამენაირად და გააქტიურდეს ან კიდევ ყველაფერი გაგრძელდეს ასე კიდევ თვეები..მეორეში უფრო მაქვს გამოცდილება, მაგრამ მაინც მინდა მჯეროდეს რომ ცხოვრება ცვალებადია
6 სხვისი მოსაზრება:
aba shen ici daipyari misi guli :D au rogor miyvars egeti situaciebi
didi madloba, ar ici axla rogor mchirdeba gamxneveba da sakutar tavshi rwmena )))
ცხოვრება ცვალებადია და შენც შეგიძლია შეცვალო სუულ ოდნავ უმნიშვნელოდ შენი "თამაშის" სტილი :)
ცხოვრება ცვალებადია და შენც შეგიძლია შეცვალო სუულ ოდნავ უმნიშვნელოდ შენი "თამაშის" სტილი :)
აუჰ...
ჩემი ბოლო "ედიქშენი" ვინ იყო, კი იცი შენ.
მაგრამ მერე დავიკიდე.
რავიცი რა გირჩიო.
ალბათ დინებას უნდა მიჰყვე.
საბოლოო ჯამში ყველა ბიჭი ერთნაირია.
მეც, მეც.. ქერები, მაღლები, ცისფერთვალებები, გრძელთმიანები, მამაკაცურები, რაღაცნაირითვალებიანები.. ჩემი ოცნების მამაკაცი? არა, უბრალოდ სადმე რომ ვნახო ასეთი ბიჭი ვიტყვი, რა საყვარელია, მაგრამ ასეთი არ შემიყვარდება, კიარადა, არ მგონია, სერიოზულად მომეწონოს.
ყოველთვის, სულ ყოველთვის მიზიდავდა რაღაცნაირი უხეში, გრძელ აბურძგნულთმიანი შავი ბიჭები.
რა საინტერესოა, არა?
Post a Comment