Wednesday, September 22, 2010

stay the same

ჩემი თავი დავკარგე ..ჩემი სახე მივალეწე სადღაც, თვალები ბუდიდან ამოიაყარა..ერთი მაგიდის ქვეშ შევარდა, მეორეს ცუგა გაეკიდა, ცხვირი ცალკე მომძვრა, ტუჩები იატაკზე დაგდებულ ლოლიპოპს წუწნიან, კბილები გაბნეულია და ელოდებიან როდის მოსრიალდება მათზე ვინმე..მოკლედ სახე ხომ დავკარგე და კიდევ არც ის ვიცი, რას ველი საკუთარი თავისგან..სამაგიეროდ ის ნამდვილად ვიცი რაც მინდა და იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ არ მაქვს. კიდევ სერიოზულად ვეჭვობ რომ არასაინტერესოდ ვწერ იმიტომ, რომ ხალხი არ მკითხულობს, მაგრამ სწორედ ამ მომენტში მახსენდებიან ისინი, ვინც მართლა საშინლად წერს და მეტყველებს და მათ მაინც ჰყავთ მკითველები, შესაბამისად ესეიგი საქმე მხოლოდ გამიზნულ პიარშია, რომელსაც მე ჩემს ბლოგს არ ვუკეთებ და მერე მე თვითონვე მიკვირს მკითხველების არ - არსებობა ან სიმცირე.


სახე კი დავკარგე, მაგრამ ხასიათი ვიპოვე და თან საკმაოდ აქტიურად ამოტივტივდა ზედაპირზე ჩემი შინაგანი რომელიღაც ქვაბულიდან. და ფაქტიურად პირველად შემიძლია საკუთარი თავის დახასიათება: ვარ ეგოისტი, პირში მთქმელი, ზურგს უკან იმასვე ვამბობ, რასაც ადამიანებს ვეუბნები პირში, არაფერი გადამეტებული..გარდა ამისა, აღარ ვითმენ არაფერს.."აი ეს მაინც ჩუმადაა და არასდროს პროტესტს გამოთქვამს და მოდი შევსდგეთ" აღარ გამოდის..აქედან გამომდინარე ხალხს გაუჩნდა პრეტენზია. რატომ იღებს ნუცა ხმას და რატომ ამბობს ხმამაღლა იმას, რაც არ მოსწონს. არადა ადრე სულ ის მესმოდა რატომ ინახავს ნუცა თავის თავში იმას რაც არ მოსწონს და რატომ არ ამოთქვამსო. რომ ჩამოყალიბდნენ არ უნდათ ნეტა? მე არც არაფერს ვიგროვებდი, უბრალოდ ის წყენა თუ უსიამოვნება ჩემში კი არ რჩებოდა, საერთოდ არ არსებობდა, ქრებოდა, ვაქრობდი და შესაბამისად ამოთქმის აზრიც იკარგებოდა..


სახე დავკარგე..მაგრამ სამაგიეროდ მიზანი მაქვს..იმ მიზნის განსახორციელებლად ნებისმიერ რამეს გავაკეთებ..არ შემიძლია ასე ხელდაკრეფით ჯდომა. ყველაზე საინტერესოა ის, რომ ჩემი ე.წ. ხელდაკრეფილი ჯდომა სინამდვილეში ნიშნავს სამსახურში დილიდან ფაფხურს, ყოველგვარი შევენების გარეშე, ყოველგვარი "კურილკის" გარეშე, საღამოს სამსახურის დამთავრების განუსაზღვრელ გაწელილ დროს, ენის დაღლას კლიენტებთან და მოსწავლეებთან..და მოკლედ ეს ხელდაკრეფით ჯდომა სასწრაფოდ უნდა შევცვალო, სასწრაფოდ უნდა განვზიპო ჩემოდანი და ჩაბარგება დავიწყო..არა, კი არ ვწუწუნებ, არც დეპრესიაში ვარ და არც აგრესიული ვარ თუ ძალიანაც გაინტერესებთ, უბრალოდ არ შემიძლია აქ ცხოვრება და ამ ადამიანებთან კონტაქტი..ძალით ღიმილების ბოლო პარტიაა შემოსული და მალე შემომაცვდება მგონი..ხოდა არც კმაყოფილი ვარ, აღარც მეღიმება და საერთოდ..რაღა დავამატო..

ყოველთვის ერთნაირები ვერ ვიქნებით სულ რომ ვეცადოთ, ერთ ადგილას ვიდგეთ და არ გავინძრეთ..იმიტომ რომ ჩვენს გარშემო რამე მაინც შეიცვლება, რაც ჩვენც შეგვცვლის.


1 სხვისი მოსაზრება:

Kate said...

გოგო წამო რა მართლა დავახვიოთ რა.