და მე სულ მეწერინება მიუხედავად იმისა, რომ ბევრი წუთი გავიდა მას შემდეგ რაც ბოლო ჩანაწერით გავამდიდრე ჩემი სულის სკივრი.
აგვისტოს ბოლო დღეა-თქო რომ ვწერ ამით არაფერს ახალს ვამბობ, თუმცა ჩემთვის არსებობს გარკვეული ცვლილება ამ დღესთან დაკავშირებით, კერძოდ კი ის, რომ მთელი 22 წელი, ანუ პრინციპში 21 ყოველთვის განვიცდიდი ამ დღის დადგომას, რადგან ის აუცილებლად მეორე დღის დადგომას მოასწავებდა, მეორე დღე კი თავიდან სკოლის, შემდეგ კი უკვე უნივერსიტეტის კარიბჭის შეღებას გულისხმობდა. არ ქონდა მნიშვნელობა სწავლა კერძოდ 1 სექტემბერს იწყებოდა თუ 20-ში, ეს დღე სიმბოლურად მუდამ ნეგატიური ენერგიით იყო შემოსილი ჩემთვის.
ახლა კი..დღეს ვერაფერს ვგრძნობ და გულწრფელად შემიძლია ვთქვა ის, რომ სულერთია 31 აგვისტო იქნება თუ 1 ივლისი ან 3 დეკემბერი. თარიღებს, კვირებს და დღეებს ფაქტიურად აღარ ვაქცევ მნიშვნელობას, არც მაინტერესებს, დრო რომ მყლაპავს ეს მიყვარს, თუმცა ჩემი სამსახურის გადამკიდე დღეში რამდენჯერმე მიწევს თარიღების გახსენება, მაგრამ თითქოს ისე ვამბობ ავტომატურად, რომ ეს ინფორმაცია ჩემში არ ინახება.
საერთოდ ბოლო დროს უცნაურობები დამჩემდა. არ ვიცი დაბნეულობას დავაბრალო თუ უყურადღებობას, მაგრამ აბსოლუტურად სხვა რაღაცას ვკითხულობ იმასთან შედარებით, რაც რეალურად წერია სადმე. მაგალითად ამას წინათ კოშმარულად მეჩქარებოდა, თავისუფლების მოედანზე მივდიოდი სამსახურის შემდეგ, ჩამოიარა სამარშუტო ტაქსმა, რომელსაც შევხედე და გეფიცებით 149 ეწერა, დაახლოებით 7 წუთში, როდესაც მძღოლმა ისეთ ადგილას მოუხვია, სადაც ნახსენებ ნომერს არ უნდა გაევლო, კიდევ ერთხელ შევხედე აბრას და 89 შემრჩა. ვერ ავღწერ რა გრძნობა მქონდა, გეგონება ვიღაცამ აიღო და აბრა უნამუსოდ შეცვალა ჩემს ჯინაზე, ბოლო წუთამდე დარწმუნებული ვიყავი, რომ სწორ ტრანსპორტში ვიჯექი. მერე უკვე დავაკვირდი და რაღაც განცხადებებს ან სახელწოდებებს რომ ვკითხულობ ქუჩაში (უფრო სწორედ ხშირად მეკითხება), ერთი შეხედვით სულ სხვა რამეს ამოვიკითხავ ხოლმე და მერე რომ დავუფიქრდები რაღაც არარეალურია და გადამოწმების მიზნით კიდევ ერთხელ შევხედავ, სრულიად განსხვავებულ რეალობას ვხედავ.
ჯერ-ჯერობით ეს 'ჩუდაკობები' მახალისებს, იმედია ერთხელაც რაიმე მნიშვნელოვანზე არ დამემართება იგივე, თორემ ისე იყოს, რას მიშლის.
ისე ემთხვევა, რომ ჩემი საზაფხულო არდადეგების შესახებ ფაქტიურად არასდროს ვწერ რამეს. ამ ჯერზეც არ ვიცი როგორ დავახასიათო. მოხდა ბევრი სამახსოვრო რამ, იმაზე მეტი, ვიდრე შარშან, მაგრამ იმაზე ნაკლები, ვიდრე მე მინდოდა და მოველი ხოლმე. გავმეორდები და ვაღიარებ, რომ ვგიჟდები ხმაურიან დასვენებაზე. მიყვარს, როდესაც გარშემო ბევრი ხალხია, ხმაურია, მუსიკა, ბითები, ბზუილი! ვერ ვისვენებ პასტორალურ და ჩემი ბევრი მეგობრის საყვარელ "პენსიონერულ პონტებში". არადა საინტერესოა ის, რომ მე ძირითადად მარტო ყოფნა მირჩევნია და შემიძლია ჩემთვის სულ მარტომ ვისეირნო ამ ხალხმრავლობაში, სხეულით იქ ვარ, მაგრამ არა გონებით. ფაქტიურად არ ვაკვირდები, ეგ კი არა არც ვუყურებ გამვლელებს, უბრალოდ ენერგიას მმატებს ბევრი ხალხი..ძირითადად ფეხებს ვუყურებ, ორი წყვილი, სამი წყვილი, ხუთი წყვილი ფეხი ერთ ხაზზე მოძრაობს, იშვიათად რომ მხოლოდ ერთმა წყვილმა გაიელვოს..ნუ ჩემს გარდა. ეს არანაირად არ მიუთითებს იმაზე, რომ მარტოსული ვარ ან იზოლირებული! არა, უბრალოდ ასე უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს, უფრო თავისუფალი ვარ, უფრო 'მე' ვარ, არ ვიცი როგორ ავხსნა..ალბათ ვინც მსგავს რამეს განიცდის, მხოლოდ ის თუ გამიგებს.
ამჯერად უკვე ზამთარს ველოდები იმ იმედით, რომ ბაკურიანში წავალ და იქ შევხვდები ახალ წელს, თოვლში დავწვები და ამჯერად იქიდან ვადევნებ თვალს ვარკსვლავთცვენას, თუმცა მაინც მგონია, რომ ყველაზე მეტი ვარსკვლავი ზაფხულში ცვივა..მიზეზებს შემდეგისთვის მოვიტოვებ
3 სხვისი მოსაზრება:
"ახლა კი..დღეს ვერაფერს ვგრძნობ და გულწრფელად შემიძლია ვთქვა ის, რომ სულერთია 31 აგვისტო"
აი ზუსტად ეგრე ვარ მეც. უკვე აღარანაირი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა დღეა და რა რიცხვი. დრო მეც, შენსავით მჭამს და დიდად არ მსიამოვნებს ეს ფაქტი, მაგრამ არაფერი მაბადია ხელთ, რომ შევეწინააღმდეგო.
149-ით თაკასთან მიდიოდი??? :D :D
კი, მე მესმის შენი და მეც ეგრე ვარ. არაფერი განსხვავებული.
პ.ს. ბოლოს სექს-ზე გნახე. მომენატრე.
piriqit, tavisuflebaze mivdiodi :D :D
ketooo, gnaaxav, dagagrchob :D :D: D
ააა, მეთქი თაკასთან. :D
კიდევ მე ვარ დასახრჩობი??? :D :D
Post a Comment