Thursday, July 8, 2010

როგორი "შეფუთული" ვარ?

დღეს ერთ ჩემთვის ძვირფას ადამიანთან Summer in Georgia – ს ვიდეორგოლი ვუხსენე და დავამატე, რომ ზედმეტად კარგად არის შეფუთული საქართველო, იმდენად კარგად, რომ შეიძლება უცხოელებს იმედიც კი გაუცრუვდეთ–მეთქი. ის არ დამეთანხმა..
მაგრამ ამაზე დაწერა არ მსურს ამჯერად. ასოციაციებმა საკუთარ თავთან მომიყვანა ისევ. არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც საკუთარი ბლოგის კითხვა მინდება, შემოვდივარ კიდეც, გადავდივარ არქივებში და აი აქ..მარტივად რომ ვთქვა ვიჭედები იმიტომ, რომ ვერ ვიგებ რაზე ვწერდი და რატომ, ძალიან დიდი რებუსივით არის თვით ჩემთვისაც კი საკუთარი პოსტები. შედარებით ახალ ნაწერებში კიდევ ვხედავ აზრს რამენაირად და აი 2008 წლის აგვისტოდან მოყოლებული რა მინდოდა ან რაზე ვფიქრობდი?

კარგი, მე კიდევ ჩემით ვწერ ამ ყველაფერს, მაგრამ შეფუთვაზე გამახსენდა და როგორ ვარ "შეფუთული" ნეტავ? დაახლოებით ვხვდები მგონი – გოგონა, რომელიც უმეტესწილად მოწყენილია, საკუთარ სამყაროში ბინადრობს და ძალიან დიდი სურვილი აქვს მის ცხოვრებაში რაღაცეები შეიცვალოს.


კი თუ არა?

9 სხვისი მოსაზრება:

clown said...

მე მაგალითად, ჩემს ძველ პოსტებზე ნერვები მეშლება..

სულ სხვანაირი ვარ ეხლა ^_^

პროსტა წუწუნი ვერ მოვიშალე :D

Kiwi said...

გოგონა რომელიც თავის განცდებზე წერს ხმამაღლა, თანაც საკმაოდ საინტერესოდ, კარგი ადამიანი ჩანს მაგრამ ცოტა ზარმაცი, რადგანაც ეზარებახოლმე შენს კომენტარზე პასუხის გაცემა :-) ან გულმავიწყია და ავიწყდება :-) :)

Kate said...

ნუს მომენატრე. :(((

indievidi said...

clown სხვანაირი ვარ თუ არა არ ვიცი, მაგრამ მაშინ რას და რატომ ვწერდი ვერ გავარკვიე ჯერ ))) ალბათ მართლა ცოტა სხვანაირი მაინც ვარ, თორემ ხომ მივხვდებოდი

Kiwi დიდი მადლობა ასეთი პოზიტიური fიდბექისთვის, თუმცა ალბათ არ ვიმსახურებ ისევდაისევ შენი კომენტარიდან გამომდინარე, უყურადღებო ვარ სა–ში–ნე–ლი (( ვერ გამოვსწორდი

Kate :*

diasworld said...

კარგი პოსტი იყო. მეც ვიფუთები ხოლმე და თან ისე, მერე ფუთების ჩამოცლა მავიწყდება... :) და დავდივარ კომბოსტოსავით... მეც მიყვარს ძველი პოსტების კითხვა... :) რაღაცნაირებია.. და მიკვირს ეს ვინ დაწერა მეთქი...

პერწკლი said...

ჩემთვის ფერადი და დეპრესიული ხარ ერთდროულად.

Raul Gonzales said...

Hi,iºam Raul from Madrid,Spain,you did a nice job with this website,i like your articles and you photos,i will visit you again soon to see the new post.bye bye,adios
Nehoiu online Marketing Asesinos seriales Directorio web SEO

Rather Ripped said...

ki

http://www.youtube.com/watch?v=zNxar07_9YA

mgoni mogetsoneba :)

indievidi said...

სამწუხაროდ video not available -ს მიწერს, იქნებ სხვა ლინკი დამიდო )