მართალია ყველაზე მეტად ჩვენი ხილული სამყაროს ზედაპირზე კალიფორნიაში ცხოვრება მინდა..მერე რა, რომ ნიუ–იორკი ჩემთვის იდეალური ქალაქის ერთ–ერთი მაგალითია..მაინც, ჩემი შინაგანი მე ბავშვობიდან კუნძულებისკენ მიილტვის..და ყოველთვის როდესაც ამ საკითხზე დავფიქრებულვარ სწორედ ამ არჩევანის წინაშე აღმოვაჩენ ხოლმე თავს: ორივეს საშუალება რომ მქონდეს (და ასეთი ბედნიერი ადამიანი ვიყო), სად ვიცხოვრებდი – მეგაპოლისში თუ ბუნგალოში ოკეანის ტალღების ხმაურის ფონზე.
ნიო–იორკი ნიუ–იორკია..ზედმეტად მარტივია არა? უბრალოდ არ ვიცი რაიმე ახალი ან უცხო თუ შემიძლია ვთქვა ამ ქალაქზე. ნამყოფი რომ ვიყო ან სულ მცირე მის თავზე მაინც მქონდეს გადაფრენილი, კიდევ რაიმეს ვიტყოდი საკუთარ მწირი გამოცდილებიდან, მაგრამ ამ შემთხვევაში მგონია, რომ ამ ქალაქზე ზედმეტად ბევრი რამ არის ცნობილი და ამავდროულად თითქმის არც არაფერი. არ ვიცი ეს ინტერესის ნაკლებობაში ჩამეთვლება თუ არა, მაგრამ სიმართლე უნდა ვთქვა და არასდროს წინასწარ არ ვქექავ იმ ქალაქების ისტორიულ თუ ბუნებრივ–გეოგრაფიულ მონაცემებს, სადაც მივდივარ. მადლობელი ვარ, რომ იმდენ ქალაქში მომიწია სწავლა და მოგზაურობა, რამდენშიც ვიყავი, მაგრამ ფაქტიურად თითქმის არანაირი ინფო არ მქონდა წინასწარ. ქვეცნობიერად თითქოს არ მინდა მოვექცე რაღაც ოფიციალური თუ არაოფიციალური წყაროების ქვეშ, მინდა აბსოლუტურად მოუმზადებელი შევხვდე და მე თვითონ აღვიქვა და გავიცნო ახალი გარემო. თუნდაც ხუთი ათასჯერ გავიარო ერთი და იგივე გზა, სანამ დავიმახსოვრებ იმის ნაცვლად რომ რუკა ავიღო და დავინიშნო ქუჩები..
და ასე ერთ მხარეს არის ნიუ–იორკი და მეორე მხარეს კუნძულები..არა, ძალიან ბევრი კუნძული, რომელთა დახარისხება შეიძლება კონტინენტების, ქვეყნების, ზღვის დონიდან განლაგების, მოსახლეობის და კიდევ ათასი მაჩვენებლის მიხედვით. დაგეგმილი მაქვს, ყველა კუნძული დეტალურად შევისწავლო და კონკრეტულად ავირჩიო შესაფერისი. მერე უკვე როდესაც მართლა ფაქტის წინაშე დავდგები, სადღა მექნება დეტალური შერჩევის დრო.
0 სხვისი მოსაზრება:
Post a Comment