Monday, July 5, 2010

სანამ შენ თვითონ არ გამოცდიო, რომ ამბობენ, აი ის

 
ფაქტიურად ნახევარი დღე ისე გავიდა, რომ ჯერ–ჯერობით ენერგიულად ვარ და სამაგიეროდ ძალიან მეშინია, რომ დღის მეორე ნახევარში სრული ძალღონგამოცლილობის აპოთეოზი არ დამეუფლოს.

უკვე რამდენიმე დღეა განსაკუთრებით ვგრძნობ, თითქოს ვიღაცა ჩემზე მანიპულირებს, თითქოს იღებენ ჩემს სხეულს და ნაწილ–ნაწილ ფშვნეტენ, ხელს უჭერენ ძვლების ჩამსხვრევამდე, იღებენ და მჭეჭყავენ თავით ფეხებამდე. დამიჯერეთ, შეგრძნება მართლაც რომ საშინელია, თუმცა არც უსაფუძვლო. იმდენად დავსუსტდი ფიზიკურად, რომ არანაირი სხვა საკითხი და პრობლემა არ მაწუხებს გარდა ტკივილის როგორმე შესუსტებისა.
 
გამოუსწორებელი ჯიუტი და ჯინიანი რომ ვარ ეს ხომ უკვე თავისთავად ფაქტია და შესაბამისად სანამ საბოლოოდ არ მივხვდი, რომ თვითგანკურნება ამ შემთხვევაში არაფრამდე მიმიყვანდა, გამოვტყდი და დავიწყე წამლებით გაჭყიპვა. წამლებმაც რომ არ მომცა შედეგი, მერე უკვე სერიოზულად დავფიქრდი და ავწონ–დავწონე ყველაფერი. საბოლოოდ, როგორც ყველა ტვინარეული (დედაჩემი ხშირად ასე მომმართავს ხოლმე, ყოველი მორიგი ფეხის არევის შემდეგ) მივედი დასკვნამდე: რა ბიჭები, რის ეჭვიანობა, რა მეგობრის დაკარგვა, რის გაბრაზება, რა ნაბახუსევი..არაფერი!! საერთოდ არაფერი არ ღირს ჯანმრთელობად მეგობრებო! და სანამ რაიმე არ შეგვაწუხებს სერიოზულად ამას არ ვაფასებთ. რა გაცვეთილი სიტყვებია არა? გამეცინებოდა მეც და წავიდოდი მორიგი რამის გასაფუჭებლად, მაგრამ აღარ მინდა მადლობთ....ტაიმ–აუტს ვიღებ.

0 სხვისი მოსაზრება: