Monday, June 14, 2010

არასდროს რომ არ ქრება, ისეთ რაღაცეებზე ნააზრევი


მინდა ისეთი რამ დავწერო, სადაც ყველა თავის თავს აღმოაჩენს..
მინდა ჩამოვყვე და ჩემი გულის ყველა კუთხე-კუნჭული გამოვამზეურო ზაფხულში მზეზე გამოფენილი ლოგინივით..იმდენად ინტიმურია და ამავდროულად იმდენად საჭირო, რომ ამაზე დაფიქრება და ყოყმანიც კი არ ღირს..
მინდა, მაგრამ მაინც იმ აზრზე ვჩერდები, რომ გამოჩნდებიან ისეთები, ვინც ჩამოაფერფლებს ამ ჩემს გამოფენილს ან ჩამოაწუწებს რამეს..
როდის იყო მე სხვებზე ვფიქრობდი ერთის მხრივ? მე ხომ საკუთარ თავთან ვარ მართალი და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.
და ახლა ისე მინდა წერა და ყველაფრის დადება სადღაც გარეთ, რომ მეტი არ შეიძლება..
მაცივარს დავაცარიელებდი..ამოვყრიდი ჩემი ყულაბებიდან ყველაფერს რაც მაქვს, საწოლებს ავყრიდი რომ ვიცოდე ეს მიშველიდა, მაგრამ არა...როდის იყო ასეთი მარტივი რაიმე?
დღეს შედარებითობის თეორია წამოვჭერი მერამდენედ..ანუ მაგალითად როდესაც ამბობ რატომ დავიბადე საქართველოში და არა ნიუ-იორკში ან ჩემ შემთხვევაში ბერლინში (როგორც გერმანიის Fანი ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით) ეს სხვა საქმეა, მაგრამ არსებობს მეორე მხარეც, მაგალითად კიდევ კარგი დავიბადე საქართველოში და არა ირანში, ან რომელიმე მუსულმანურ ქვეყანაში..და მაინც უმეტეს შემთხვევაში პირველი აზრი გამიელვებს ხოლმე თავში, როდესაც ვუყურებ ჰოლივუდის ვარსკვლავებს, მსახიობებს, მოდელებს, რომლებსაც თითქოს ყველაფერი უნდა ჰქონდეთ, მაგრამ მაინც არის ერთი ან ბევრი "მაგრამ"..ბევრი მათგანი ავადმყოფდება, ნარკოტიკებს ეძალება იმისთვის, რომ გაექცეს იმ რეალობას, რომელიც ჩემთვისაც კი ვაღიარებ და საოცნებოა,  ბევრიც სუიციდის მსხვერპლია..
და რა გამოდის ამ ყველაფრით? ის, რომ ადამიანი არასდროს არის ბედნიერი და კმაყოფილი იმით რაც აქვს ხომ? მხოლოდ ადამიანების სენია ეს ნეტავ, თუ ჩემი პეკიც (პეკინესი) იმას ოცნებობს სიზმრებში ვინმე უკეთესი პატრონი ყავდეს, ვინც მთელი დღე სახლში იქნება და მოუვლის, გაასეირნებს და თვალებში ჩახედავს ხოლმე?
არ ვიცი...
ერთადერთი რაც ნამდვილად ვიცი არის ის, რომ დაბნეული ვარ..გაფანტული ჩემს წარმოსახვაში, ფიქრებში რომლებიც არ მასვენებენ..რომლებსაც ვახშობ და ვბლოკავ, მაგრამ ერთი წუთიც კი..ერთი პატარა მიზეზიც კი და ისინი ისევ ჩემში არიან, თითქოს არც არასდროს არ წასულან და უბრალოდ ჩათვლიმეს..და მაინც, რაც არ უნდა დაარწმუნო საკუთარი თავი რამეში, რაც არ უნდა "არ იფიქრო", "ის" მაინც აქაა..ხო, არის რაღაცეები რაც არასდროს ქრება!

4 სხვისი მოსაზრება:

mysummeroflov3 said...

ძალიან კარგია, მომეწონა

Kiwi said...

მე მაგაზე ყოველთვის ვპასუხობ, - მადლობა თქვი სიმალში რომ არ დაიბადე-მეთქი, მგონი უნდა ვისწავლოთ იმისი დაფასება რაც გვაქვს :) ვეცადოთ მაინც.

და რა არის საერთოდ ბედნიერება?! ეგ თავისთავადია რომ ადამიანს ყველაფერიც რომ ჰქონდეს, სრული ბედნიერებისთვის მაინც რაღაც აკლია, ან უბრალობ გონია რომ აკლია.

ზოგსაც პირიქით, ვიღაც უბრალოდ ბედნიერს ჰგავს, ცხოვრებას წინასწარ გეგმავს, - მეყოლება 3 შვილი, მოსიყვარულე ქმარი, მაგარი მანქანა, სახლი... ისინი უბრალოდ ბედნიერებს გვანან...

Kiwi said...

სომალში უნდა დამეწერა :)

Kiwi said...

პ.ს
იმიტომ რომ როცა ყველაფერი გაწერილი და დაგეგმილი გაქვს ძალიან უინტერესოა ყველფერი.
ია ტაკ დუმაიუ :)