მგონია რომ არასდროს მოვა აგვისტო
გაიწელა უსაზღვროდ ეს დღეები..და იმით ვხვდები არდადეგების აუცილებლობას, რომ უკვე ყველაფერზე ვღიზიანდები, მადა მემატება და ვცდილობ საჭმლით ჩავახშო ემოციური აღელვება. ყველაფერთან ერთად მარცხენა shift კნოპკა ამოვარდა ნახევრად და მარჯვენას კიდევ ვერ ვიყენებ აქტიურად და ცოტაც და საბოლოოდ ამოვაძრობ ისე მოქმედებს ამისი უაზრო ტყლაპუნი..
მგონია რომ არასდროს დასრულდება ივლისიც..მზიანი დღეები ხან მოიღრუბლება, ხანაც გაწვიმდება, მაგრამ ისე ნელა შეენაცვლება ერთმანეთს თითქოს ერთი დღის ნაცვლად სამ-სამი დღე გაიწელა..
თბილისიდან გაღწევა მინდა, საოცრად მინდა, იმაზე მეტად ვიდრე წინა წელს იმიტომ, რომ აქ უკვე მართლა აღარაფრის სურვილი მაქვს. ეს ორი დღე იმდენი ხანი ვიყავი სახლში, გარეთ გაუსვლელად, რომ მე მგონი ყველანაირი რეკორდი მოვხსენი და ხვალ კიდევ სამსახურსაც სიამოვნებით გავაცდენდი რომ ვიცოდე ამის 1% შანსი მაინც მაქვს..
და ვიქნებოდი ასე, სახლის კედლების ჩრდილქვეშ ძალიან დიდი ხანი.. დიდი დიდი ხანი..
1 სხვისი მოსაზრება:
roca cxela xolme, mashin ufro kargad vxvdebi, rogor mglis da mfitavs rutinebi da rogro mcyindeba tbilisi :)
ase rom +1
Post a Comment