დიდი ხანია არ მიტირია
როდესაც არ ვტირი, არ ნიშნავს რომ იმ პერიოდებში კარგად ვარ
ან სულაც ჯობია, პირიქით დავალაგო: როდესაც ვტირი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმ პერიოდებში განსაკუთრებით მიჭირს რაიმე..
ჩემს შემთხვევაში ტირილი უფრო ხშირად ემოციებისგან დაცლასთან და სრულ გათავისუფლებასთან ასოცირდება, ცრემლებს ვატან დიდი ხნის ნაფიქრალს, უარყოფით ნაწილაკებს და ისე ვცარიელდები, რომ ახალდაბადებულივით ვგრძნობ თავს.
არადა არ ვარ მტირალა და არც ცრემლებია ჩემი ერთადერთი საშველი, ამიტომაც ასეთი "განწმენდა" ძალიან იშვიათად ხდება..რამდენი ხანია არც კი მომფიქრებია, რომ არსებობს ასეთი რამ, როგორიც ცრემლია..და დღეს როდესაც სამარშრუტო ტაქსში ასულმა შემთხვევით ყურსასმენები აღმოვაჩინე ჩანთის ერთ-ერთი სექციაში და შემდეგ ის ჩემს მობილურს შევუერთე, რომ ერთ-ერთი წინა საუკუნეში ჩაწერილი სიმღერა მომესმინა ზაფხულის ხვარტლის ფონზე, მელოდიებმა დამაბრუნეს ჩემს ცრემლებიან თავთან.
თითქოს რაღაც ნაცნობი სურნელიც ვიგრძენი, თვალები დავხუჭე და მივხვდი რა მჭირდება სრული ბედნიერებისთვის და ჰაერში განქარვებისთვის: სასურველი მუსიკა და საყვარელი სურნელი..მეტი არც არაფერი! ასე, რომ შემდეგი ეტაპი იქნება საყვარელი სიმღერების ჩატვირთვა რომელიმე საკრავ საშუალებაში, საყვარელი სურნელის ჩატუმბვა აირგაუმტარ ფლაკონში (ალბათ ამ შემთხვევაში სუნამოს წავიღებ პირდაპირ) და რომელიმე ხალხგაუმტარ მინდორში გადაკარგვა რამდენიმე საათით.
მაგრამ ეჭვი მაქვს შუაგულ მზეზე გავწვები და დავიწვები..და ვივლი ნახევარი ქალაქივით წითელი..ან ნახევარი ქალაქი იქნება ჩემსავით..არასდროს დავივიწყოთ მეორე მხარე !
1 სხვისი მოსაზრება:
თავიდან რომ დავიწყე კიტხვას მეგონა მე ვწერდი <3 ამ ბოლო პერიოდში უფრო მოვუხშირე ტირილს, არვიცი ეს რისი ბრალია ალბათ უფრო ემოციური გავხდი ან დაცვლა მომინდა , მაგრამ ფაქტია, და სხვათაშორის სულაც რ მოქმედებს ცუდათ <3 პირიქით ტირილის შემდეგ მეც ისეთი შეგრძნება მიჩნდება ხოლმე, თითქოს ახლიდან დავიბადე <3
Post a Comment