Monday, June 14, 2010

კვლავ


ამ გრძნობებს რა ვუთხარი..
მთელი ამდენი ხანია ვამტკიცებ, რომ არა..არავითარი გრძნობა აღარ შემომრჩა
გადაიარა ყველანაირმა ჭედვამ
გადაიარა წლების წინ დაწყებულმა ისტორიამ..
მას მერე მართლა ბევრი წელი გავიდა
ბევრმა წყალმა ჩაიარა როგორც ამბობენ ხოლმე
ბოლო დროინდელმა მოვლენებმა საბოლოოდ გამიქრო ყველანაირი ეჭვი იმისა, რომ რაიმე საერთო გვქონდა..
მაგრამ სულ რაღაც რამდენიმე წუთის წინ ვნახე ინფო, რომლის მიხედვითაც ერთ-ერთ კონცერტზე უნდა გამოვიდეს..და მე ალბათ სული წამსძლევს და მივალ..და წინასწარ მეცოდინება რომ ვნახავ ისევ..მაგრამ არ ვიცი არც ჩემი რეაქცია და არც საწინააღმდეგო მხარის..
და ისეთი შიშის გრძნობა დამეუფლა, რომ თავს ყოვლად უსუსურად ვგრძნობ..

მეშინია.






0 სხვისი მოსაზრება: