დღეს ჩემს მეილში რაღაცას "ვსერჩავდი" და სულ სულ ძველ წერილებში გადავედი..ამომიგდო ჩემი ჯგუფელის მონაწერი - რაღაც ბმულები ჰქონდა გამოგზავნილი და ატვირთული. რომ დავინახე სახელი და გვარი ჯერ რაღაც გაურკვეველი გრძნობა შემექმნა, აი რომ ამბობენ ბურთივით ყელში რაღაც მომადგაო, მგონი პირველად ვიგრძენი მსგავსი რამ.. ვიჯექი, ვკითხულობდი მეილს თავიდან, ისევ თავიდან, კიდევ ერთხელ და თვალები თავისით მენამებოდა..ემოციური აშლილობა უეცრად მომადგა და თავის შეკავება ფაქტიურად შეუძლებელი იყო. კიდევ კარგი, სამსახურში შედარებით მკვდარი წუთები იდგა, თორემ მომიწევდა ახსნა-განმარტებები ან ბოლო-ბოლო რაღაც ტყუილების წამიერად გამოგონება..
ინსტიქტურად "რიფლაი"ს დავაჭირე და წერილი დავუწერე:
R.,
albat ki ara..namdvilad verasdros waikitxav am e-mails... dzalian samwuxaroa....ragacnairad dzalian momenatre da didi siamovnebit dagelaparakebodi, chamogitandi furclebs dasaqseroqseblad, shemogxvdebodi shemtxvevit quchashi....
Mapatie am upasuxo werilistvis...
ყველაზე არანორმალური მომენტი კი ის არის, რომ სახლში მოსვლისთანავე მეილი შევამოწმე პასუხის მოლოდინში..პასუხმაც არ დააყოვნა როგორც მოსალოდნელი იყო:
Remote host said: 554 delivery error: dd Sorry your message to ...@yahoo.com cannot be delivered. This account has been disabled or discontinued [#102].
მართლა რთული დასაჯერებელია, რომ აღარ ხარ..რომ არ სუნთქავ ამ ქვეყანაზე, რომ არ არსებობს "შენ"..და მე მაინც გხედავ ხოლმე თითქოს ქუჩაში, მახსოვს შენი სიარულის მანერა, ლაპარაკი..ხუმრობა ხომ არაა მთელი ოთხი წელი ერთად სწავლა, ლექციები, გამოცდები..კარგი ადამიანი იყავი ძალიან..ზე-კარგი..მოდი რა, მეგონება, რომ მაინც არ წასულხარ სამუდამოდ და როცა კი გამახსენდები, გაგიხსენებ როგორც სულიერს, ცოცხალს და ამოვირეცხავ გონებიდან შენს პანაშვიდებს, დასაფლავების პროცესიას, სასაფლაოზე მიტანილ რამდენიმე თაიგულს..
1 სხვისი მოსაზრება:
:(
Post a Comment