Sunday, November 15, 2009
♥ ჯექსონადა ხვალ
მართალია მაიკლ ჯექსონის ფანი არასდროს ვყოფილვარ და არც არასდროს დამიბრალებია, მაგრამ ძალიან ადრეული ბავშვობიდან მოყოლებული პერიოდულად ვუსმენდი მის ჰიტებს და უფრო ხშირად, არა-ჰიტებს, თუმცა ასეთები მე მგონი არც ქონდა ფაქტიურად...
განსაკუთრებით მიყვარდა ჯექსონ 5-ის დროინდელი სიმღერები...
ხოდა ხვალ ”ამირანში” მის შესახებ ფილმს გაუშვებენ და თუ ვინმე აპირებთ წასვლას, მეც შემოგიერთდებით...
ბილეთს ხვალ დავბრონავ , იმედია კიდევ იქნება..
უბრალოდ კომენტარი დატოვეთ, თუ მიდიხართ ხვალ.
♥ My
doll smiled.
10:17 PM
0 commented
10:17 PM
0 commented
Friday, November 13, 2009
♥ თიკოს.
მომენატრა გუდაური
მომენატრა თიკო და მასთან გატარებული დრო
მომენატრა მასთან ლაპარაკი, თუნდაც უბრალოდ ერთად ყავის დალევა
მომენატრა მის სახლში გატარებული ღამეები
მომენატრა ჩვენი ხუმრობები
მომენატრა მისი ხმა, მისი წერის მანერა, მისი გამოგზავნილი მესიჯები
მომენატრა მასთან ერთად ტელევიზორის ყურება
მომენატრა მასთან ჩახუტება
მომენატრა მასთან ზაფხული
მომენატრა მასთან ზამთარი
მომენატრა გუდაურში გატენილი სახლი
მომენატრა ერთად ასვლა ”კანატკაზე”
მომენატრა მისი ლოდინი ”ხიჟინაში”
მომენატრა მასთან ერთად გაალკოჰოლება
მომენატრა მასთან ერთად გაპათოლოგება
მომენატრა მასთან კამათი
მომენატრა მე მასთან
და მომენატრა ის ჩემთან..
თიკო, მართალია ეს შეიძლება არასდროს გითხრა
შეიძლება უბრალოდ იმდენად დამნაშავე ვარ
და იმდენად მრცხვენია რომ ვერ გითხრა
მაგრამ იმდენად მენატრები რომ
შენთან დაკავშირებული მუსიკაც კი უზომოდ მტკენს
მახსენდება ერთად ცურვა
ერთად გარუჯვა
ერთად თოვლში წოლა და ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ყურება
მახსენდება ერთად ბოდიალი
მახსენდები შენ ჩემს კონცერტებზე
მახსენდება საშიში ისტორიების მოყოლა
მახსენდება ღამის გათენება შეშის ფეჩთან
მახსენდება ბავშვური სისულელეები
ჩვენს ”შეყვარებულებთან” ტელეფონით რეკვა
მახსენდება ჩვენი ნერვული კანკალი
მახსენდება როგორ ველოდებოდით სალომეს
მახსოვს როგორ გავდიოდით ღამის 2 საათზე სიგარეტის საყიდლად ცარიალ ქუჩაში
მახსენდება შენი გამომცხვარი მჭადები
მახსენდება შენი ხელები
ჩემი ნაჩუქარი ბეჭედი
შენი ნაჩუქარი ჯვარი
მახსენდება ჩემი ნათლობა
მახსენდება 3 საათი 15-სანტიმეტრიან ქუსლებზე დგომა შენი ჩვენებისთვის
მახსენდება შენი ნაღვლიანი თვალები
მახსენდება შენი ცრემლები როდესაც ჩემს გამო ტიროდი
მახსენდება როგორ მიყვარხარ
და მტკივა
ძალიან.
მაგრამ ალბათ ვერ მაპატიებ
ამასაც ვხვდები.
უბრალოდ ცხოვრების ბოლომდე შენ ჩემთან იქნები
თუნდაც უბრალოდ როგორც მოგონება.
♥ My
doll smiled.
9:00 AM
1 commented
9:00 AM
1 commented
Wednesday, November 11, 2009
♥ ჩემი დანახული თურქეთი. ნაწილი 2
6 ნოემბერი
20.00 (თურქეთის დრო)
გუშინდელი ჩანაწერის შემდეგ მოვლენები ძალიან საინტერესოდ განვითარდა. უკვე როცა ვფიქრობდი, რომ იმედი გადაწურული იყო და სასტუმროს საძებნად უნდა წავსულიყავი, გამოჩნდა ჩემი მხსნელი, ანუ სიტუაცია ასეთი იყო: მიუხედავად იმისა, რომ ფეხზე ძლივს ვიდექი, კვლავ გასეირნება გადავწყვიტე ტყუილად ჯდომის და თავის ტეხვის ნაცვლად და ამ დროს ტაქსიდან გადმოვიდა ადამიანი, რომელიც აღმოჩნდა ჩვენი კონფერენციის ორგანიზატორი. ისე გამიხარდა, ეგრევე მივვარდი. სასტუმროდან უკვე დარეკილი ქონდათ მასთან, ჩემი ეჭვი გამართლდა და ნომერი მართლაც ჩემი დირექტორის სახელზე აღმოჩნდა შეკვეთილი. ყველაფერი მალევე მოგვარდა და ჩემმა ნაცნობმა ბელბოიმ მომაცილა ნომერში. რომ შემოვედი, ხტუნაობის თავი ნამდვილად არ მქონდა, მაგრამ ერთი მაინც შევჭყივლე სიხარულისგან.
ყველაზე კარგი ისაა, რომ ნომერში მოწევა შეიძება. იმხელა ოთახია, ჟირაფი ჰორიზონტალურად გაწვება, უზარმაზარი რბილი საწოლი მაქვს და მშვენიერი ინტერიერი. თუმცა თურქების ხელში ბოლომდე ვინ გაგახარებს, ტელევიზორი ფასიანია და ამიტომ არც ვრთავ, მაინც მინდოდა კომპიუტერს და ტელევიზორს მოვშორებოდი, თან ამათი თურქული ბაიათების მოსმენაც არ მინდა დიდად. მიუხედავად იმისა, რომ ნომერში შემოსვლისთანავე დაძინებას ვაპირებდი, მაინც ვერ გავძელი და რისი გულისთვის გავიდოდი გარეთ, თუ არა საშოფინგოდ. თან 6 საათამდე საკმაო დრო მქონდა.
შოფინგმა საკმაოდ წარმატებულად ჩაიარა და მთელი ფულიც მივახარჯე, თუმცა ბევრი არაფერი მიყიდია, რამდენიმე ბრენდი ვითრიე, Pull&Bare მაღაზია რომ შემომხვდა ხომ საერთოდ გადავირიე.
მერე შეხვედრამდე ერთი საათი კიდევ დავისვენე და გავედი საკონფერენციო ოთახში. არცერთი საინტერესო პიროვნება არ დამხვდა, როგორც მოსალოდნელიც იყო. აგენტებიდან ძირითადად აზიელები, თუმცა ყველასთან შევედი კონტაქტში, წითელი ღვინო და ლუდიც დავლიე და ნომერში რომ ამოვბრუნდი და დავწექი, მომენტალურად ჩამეძინა, თან ამათი დროით 9–ის ნახევარი იყო, ჩვენთან კი უკვე 11–ის ნახევარი.
დილაადრიან 7 საათზე საუზმეზე გამოვცხადდი, რაც საკმაოდ ნოყიერი აღმოჩნდა. მერე დაიწყო გადაბმული შეხვედრები სხვადასხვა ედუკატორებთან. თანდათან უფრო და უფრო მიყვარდება უცხოელები და მათთან კონტაქტი. ისეთი უშუალოები არიან რომ უბრალოდ ერთი სიამოვნებაა მათთან ლაპარაკი. ამასობაში ერთი ინდოელი აგენტი დამიმეგობრდა ძაან და კიდევ ნიგერიელიც. უზბეკი აგენტი დამდევდა და "კრასავიცა ნინო"–ს მეძახდა.
შეხვედრებს შორის მშვენირი სადილი მოაწყვეს, ხოლო 6 საათისთვის მუშაობა დამთავრდა და დასვენების ნაცვლად ისევ გარეთ გასვლა გადავწყვიტეთ. ჩემდა საუბედუროდ, ლობიში ისევ ინდოელი შემომეფეთა და თავისთან ეთად წაგვათრია რამდენიმე ადამიანი საშოფინგოდ. საბედნიეროდ, გოგოები ჩემი ჭკუის აღმოჩნდნენ და დროზე გამოვეცალეთ ამ პარაზიტს. ყიდვით აღარაფერი მიყიდია, ხვალ ექსკურსია გვექნება და იქნებ რაღაც კარგი ვნახო კიდევ.
Labels: trip, ეს რეალურია, ვაი, თურქეთი, ისტანბული, მოგზაურობა, საინტერესო
♥ My
doll smiled.
6:11 PM
0 commented
6:11 PM
0 commented
♥ ჩემი დანახული თურქეთი. ნაწილი 1
05/11/2009
10.45 (თურქეთის დრო)
10.45 (თურქეთის დრო)
არა, ხომ მქონდა რაღაც წინათგრძნობა? თან ცუდი..და თან ვიცოდი, რომ რაღაც მოხდებოდა! რეალურად მოხდა თუ არა რაღაც ჯერ არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ამ მომენტისთვის უცხო ქალაქში საცოხვრებლიე გარეშე აღმოვჩნდი. ჩემი თავის მიკვირს, როგორ დავუჯერე თურქებს საერთოდ! 5* სასტუმროში ადგილი არა კვატი. ჩემს სახელზე არ არის ნომერი დაბრონილი და იქნება თუ არა საერთოდ, ისიც არ ვციცი.
მეორე ირონია ისაა, რომ სასტუმროს თირქ ბელბოის დავევასე და გვერდიდან არ მშორდება. აი კოშმარიც ამას ქვია! თუმცა ამავდროულად თუ მართლა ბინის გარეშე აღმოვჩნდი, კი მომაძებნინებს რამეს იმედია. არა, რა ვენდობი, მაგრამ სრულებით უცხო ადამიანის ძებნას, აგერ კაცი და მომხედავს თუ რამეა.
ქუჩებში გავიარე ცოტა და რაღაცნაირი შეგრძნება მაქვს, რაღა თბილისი და რაღა ეს. ქალაქში აშკარად დაძაბულობაა, აი რაღაც მკვდარი სული ტრიალებს, ძაან შებოჭილად ვგრძნობ თავს. თბილისის არ იყოს ყველა გათვალიერებს და რაღაცნაირად ისე გიყურებენ, გაკვირდებიან, პირში შეგცქერიან. არც ლამაზია დიდად რომ ვთქვა, რატომღაც უფრო ევროპული ქალქი წარმომედგინა, არადა რეალურად ისევ ჩვენ ვჯობივართ მგონი.
ჯერ–ჯერობით არაფერს ვყიდულობ, არადა მერე თუ მექნება ამის დრო ესეც არ ვიცი, მაგრამ ნამდვილად არ მინდა ჯერ ფულის დახარჯვა, იქნებ მართლა ჩემი გადასახდელი აღმოჩნდეს სახლი. აეროპორტში ვერ მოვითმინა და პირველ რიგში სუნამოებს ვეძგერე Duty Free-ში. ცხვირი კინაღამ მომძვრა იმდენი რამე გავსინჯე, ბოლო მეგონა, თვალების ნაცვლად ცხვირს წასკდებოდა ცრემლები. საბოლოოდ ავარჩიე Escada - Desire Me, სადღაც 85$ დამიჯდა და კიდევ სიგარეტი ვიყიდე იმიტომ, რომ იასამნისფერი ლოგო ქონდა – silk cut purple და არ მინანია, ეს 32$ დამიჯდა.
ტაქსიმ 45 ლირა ამახია იმიტომ რო ხურდა არ დამიბრუნა. მერე აღმოჩნდა რომ ჩემს სახელზე არ იყო ბრონი სასტუმროში. ვიხეტიალე ზევით–ქვევით, მარჯვნივ და მარცხნივ და მოვედი ისევ სასტუმროში, სადაც უპატრონოდ ველოდები რაიმეს გარკვევას.
ხო, მართლა, ბოდიალისას მაინც წამსძლია სული სადმე შევსულიყავი და ყველაზე "პრიკოლი" ისაა, რომ მიუხედავად უამრავი "ნორმალური" კაფისა, სადღაც სუფთა თურქულ ადგილას შევაჭერი, სადაც კაცს ქონდა სპილოსავით ყურები. ხალხის უმრავლესობა ჩაის სვამდა და გაზეთებს კიტხულობდა. რაღაცით ქართველებს მივამსგავსე. მე ყავა ავიღე, ჰოლანდიური ყველით გატენილი ბუბლიკი და კიდევ რაღაც პატარა პიცა (რომელიც ახლა ჩანთაში ელოდება თავის დროს), სულ 7.50 ლირა დაჯდა, რაც საკმაოდ მებევრა. ხოდა თუ არაფერი გაირკვა, მომიწევს ტაქსიმ სქვერზე ჩემით ვიქირავო რამე, რასაც ჩემი ბელბოი მირჩევს, აბა ვერც 3 ღამეს გავათევ გარეთ და ვერც ჩემებს ვეტყვი რამეს. და ასეთ შემთხვევაში 3 დღე რა უნდა ვაკეთო ამ მარტომ ამ უბედურ ქალაქში არ ვიცი..ერთი ვიცი, ჯერ დავიძინებ და თან ძალიან ბევრს ვიძინებ!
Labels: trip, ეს რეალურია, ვაი, თურქეთი, ისტანბული, მოგზაურობა, საინტერესო
♥ My
doll smiled.
5:56 PM
0 commented
5:56 PM
0 commented
Tuesday, November 3, 2009
♥ უკანასკნელი გაფრენის სურვილი
ყველაზე ცუდი მომენტი ცხოვრებაში მაშინ დგება, როდესაც საკუთარი თავის გვეშინია..
იმ დღეს მეორე ღერი სიგარეტის შემდეგ რაღაც უჩვეულო ენერგიის მოზღვავება ვიგრძენი და რადგან გარეთ გასვლა და ბოდიალი დიდად არ მინდოდა და თან დროც არ მქონდა იმდენი, ამიტომ კიბეებზე ასვლა გადავწყვიტე..სართულები ბევრია ჩემი სამსახურის შენობაში, მთელი 16 ცალი.. და ასე ჩქარ-ჩქარა ავდიოდი და ყოველი ორი სართულის მერე ვადარებდი ერთმანეთს წინამორბედ ხედებს..
უკვე როდესაც მეთერთმეტე სართულიდან გადავიხედე, შინაგანი დიალოგი გამძაფრდა..სიმაღლის არ მეშინია საერთოდ, პირიქით რომ ვიხედებოდი, არაჩვეულებრივად მსუბუქად ვგრძნობდი თავს და ამასთან ერთად, თვალწინ წარმომიდგებოდა ჩემი თავი მუცელზე მწოლიარე ასფალტზე ანდა თუნდაც კიბეებზე..თვალწინ წარმომიდგა ჩაშლილი სამუშაო დღე ალბათ არა მარტო ჩემი კოლეგებისთვის, არამედ მთელი კორპუსისთვის..უბრალოდ წარმოიდგინეთ მრავალსართულიანი შენობის წინ დაჩეხილი სხეულის ხილვა, ბევრი სისხლი და გაყინული ჰაერი..
ეს ყველაფერი წარმოვიდგინე, წარმოვიდგინე უამრავი საქმე, რომელიც კიდევ მქონდა გასაკეთებელი დღეს, ხვალ, ზეგ, თვითფრინავის ბილეთი უჯრაში, ხმადაკარგული და გაფუჭებული მობილური ჯიბეში, ფული ჩემს საფულეში, რომელსაც ვეღარ დავხარჯავდი, კიდევ 'ის', რომელიც ფანჯრიდან გადმოიხედავდა, ადამიანების ის ნაწილი, რომელიც დამცინებდა იმიტომ, რომ ისეთი უბედური ვიყავი რომ თავი მოვიკალი.. წარმოვიდგინე ეს ყველაფერი და აღარ გავაგრძელე ზევით სვლა იმიტომ, რომ ვიცოდი მიუხედავად ყველაფრისა, უფრო და უფრო გაიზრდებოდა სურვილი უკანასკნელი გაფრენის.
Labels: Before I die I want to..., დღიურები, ეს რეალურია, მარტო, მოჩვენება, საინტერესო
♥ My
doll smiled.
12:21 PM
1 commented
12:21 PM
1 commented